суббота, 20 мая 2017 г.

ტრენინგის მეცხრე დღე

ტრენინგის მეცხრე დღე იყო ძალიან საინტერესო.თითოეულმა მასწავლებელმა ისაუბრა თავისი პროექტის  შესახებ. ტრენინგის მონაწილეებმა საინტერესოდ წარმოადგინეს განსახორციელებელი პროექტები. განსაკუთრებით  რამდენიმე  პროექტმა  მიიქცია ჩემი ყურადღება, მათ შორის ,,ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა მოზარდ  თაობაში", ,,საქართველოს მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლები", ,,ჩემი ქალაქის ცისფერი არტერიები". ვიმუშავეთ ბლოგებზე.  გავაკეთეთ გამოკითხვის  გაჯეტი.
     დიდი მადლობა ქალბატონ ქეთის იმ გულისხმიერებისათვის, რაც მან გამოიჩინა თითოეული ჩვენგანის მიმართ.

воскресенье, 14 мая 2017 г.

ტრენინგის მერვე დღე

მერვე დღეს ვიმუშავეთ ფასილიტაციის  რესურსის  შექმნაზე.შევქმენით რესურსი. გადავხედეთ პორტფოლიოს, გადავიტანეთ  ბლოგზე .შევქმენით  საქაღალდე  და ვისწავლეთ საქაღალდის გადატანა  დრაივზე.

суббота, 13 мая 2017 г.

ტრენინგის მეშვიდე დღე

ტრენინგის მეშვიდე  დღეს  ვიმუშავეთ  პროექტის  გეგმაზე,  კერძოდ,  განსაკუთრებული საჭიროების  მქონე  მოსწავლეთა დავალებებზე.   განვსაზღვრეთ სასწავლო  პროექტისთვის საჭირო  რესურსები. ვიმუშავეთ სასწავლო  პროცედურების   ეტაპებზე.

воскресенье, 7 мая 2017 г.

ტრენინგის მეექვსე დღე

სამუშაო  დღე და ვიწყეთ  წინა  მასალის  გამეორებოთ. ვიმუშავეთ  მოსწავლეთა პრეზენტაციაზე.  განვიხილეთ შეფასების  რუბრიკები  და ვიმუშავეთ  მათ პრაქტიკაში  გამოყენებაზე.  გავეცანით  რამდენიმე გეგმის ნიმუშს.

суббота, 6 мая 2017 г.

ტრენინგის მეხუთე დღე

გავიმეორეთ წინა  მეცადინეობაზე დამუშავებული მასალა. ვისაუბრეთ საავტორო  უფლებების  დაცვაზე. განვიხილეთ ლიტერატურული შაბლონები. დავათვალიერეთ
ერთმანეთის ბლოგები, მოვიწონეთ და დავწერეთ  კომენტარები.
        შევქმენით მოსწავლის ბლოგი  და ვიმუშავეთ ბლოგის  დიზაინზე.

воскресенье, 30 апреля 2017 г.

ტრენინგის მეოთხე დღე

გავიმეორეთ  წინა მეცადინეობაზე შესწავლილი საკითხები. განვიხილით შეფასების სხვადასხვა მეთოდი.პროექტზე დაფუძვნებული სწავლების  შესაფასებლად ვიყენებ როგორც განმავითარებელ, ისე განმსაზღვრელ შეფასებას დავწერეთ შეფასების მოკლე მონახაზი . შევქმენით პროექტის პორთფოლიოს პრეზენტაცია.

суббота, 29 апреля 2017 г.

ტრენინგის მესამე დღე

დღეს ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე. დავისახეთ სასწავლო  მიზნები და გამოვკვეთეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები:ზოგადი, თემატური და
შინაარსობრივი. განვიხილეთ საკვანძო  კითხვების  მაგალითები,გამოვკვეთეთ პროექტის
შინაარსი და შევუსაბამეთ სტანდარტს.

воскресенье, 23 апреля 2017 г.

ტრენინგის მეორე დღე

დღეს ტრენინგში მონაწილე მასწავლებლებმა გავუზიარეთ  ერთმანეთს განსახორციელებელი პროექტების სათაურები.გავეცანი პუბლიკაციის მომზადების წესებს.დავამზადე სარეკლამო ბუკლეტი.

суббота, 22 апреля 2017 г.

ტრენინგის პირველი დღე

დღეს ტრენინგის მონაწილეებმა ერთმანეთი გავიცანით.  გავეცანით ინფორმაციას ინტელის ძირითადი კურსის და გზამკვლევის შესახებ. შევქმენით  პორთფოლიოს საქაღალდე. კურსის რესურსების გაცნობის შემდეგ ზოგიერთი მოვათავსე პორთფოლიოს საქაღალდეში,რასაც გამოვიყენებ პროექტებზე მუშაობისას.შევქმენი ახალი ბლოგი ,რომელსაც მომავალ მეცადინეობებზე გამოვიყენებ.